|
2018-08-10 15:56:10, 572 ნახვა
რეგიონი
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. "საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან. მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები. რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიით შედეგად დაზიანებულ გზებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დღეს, დილას მოხერხდა გზის აღნიშნული მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება. ამ დროისთვის გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო. სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)