|
2018-08-10 11:25:32, 1073 ნახვა
კომენტარი
ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ტობავარჩხილში ტურისტებზე სექსუალური იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ათი თვით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. ის დანაშაულს აღიარებს. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მამაკაცი ციხეში 3 თვეს გაატარებს, 7 თვეს კი პირობითი მსჯავრი ექნება. „ბრალდებულთან დაიდო საპროცესო შეთანმხება დაზარალებულის ინტერესის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სასჯელის ზომად , რეალურ სასჯელთან ერთად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი,“-განაცხადა პროკურორმა მაია ჯაბუამ. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ტობა ვარჩხილზე სამი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა, თუმცა ტურისტებმა პოლიციის გამოძახება შეძლეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)