|
2018-08-07 22:55:38, 857 ნახვა
პოლიტიკა
მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრება საქართველოში ვიზიტი დაასრულეს
პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემირმა საქართველო დატოვეს. მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააცილა. ვიზიტის დასასრულს მანდ მადლობა იაცეკ ჩაპუტოვიჩს, ლინას ლინკევიჩიუს, ედგარს რინკევიჩს, პავლო როზენკოს და ზოგადად ოთხივე ქვეყანას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავზე, ისევე როგორც 10 წლის წინ მათი სახელმწიფოების მეთაურთა მათი სტუმრობა, იყო სოლიდარობის და მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება. რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე ოთხი ქვეყნის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით განხორციელდა. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ მრგვალ მაგიდაში „ მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - 10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან", ასევე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი, კერძოდ ეწვივნენ სოფელ ოძისს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისინი საქართველოს 2018 წლის 6-7 აგვისტოს ეწვივნენ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)