|
2018-08-07 12:47:58, 612 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არსებული გამოწვევების მიმართ გვაქვს მშვიდობიანი მიდგომა და პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისს ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი სტუმრობენ. საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში გამოხატული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა. „პროგრესი, რეფორმები და წინსვლა საუკეთესო გადაწყვეტაა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, როგორიცაა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ხედვა და ვახორციელებთ პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს არ არის გაყინული კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი რეჟიმი დღემდე აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფას და უკანონო დევნა-შევიწროებას. ირაკლი კობახიძემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" სანქციების მხარდაჭერისთვის ლიეტუვას მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების გვერდში დგომის მნიშვნელობა. პარლამენტის თავმჯდომარეს სტუმრების მხრიდან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა და აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი სოლიდარობის დემონსტრირებაა. „ყველანი ვხედავთ და კარგად ვაცნობიერებთ საქართველოს ტერიტორიებზე თავდასხმის შედეგებს. შეუძლებელია მოვითმინოთ და ვაღიაროთ ტერიტორიების ძალით მიტაცება. ქართველი ხალხის მხრიდან პროევროპული ხედვა და ნატოსთან ინტეგრაციის განწყობა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. საქართველომ უნდა გამოიჩინოს მოთმინება და გააგრძელოს რეფორმების კურსი, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ინსტიტუტებს და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს", - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გია ვოლსკი და სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)