05:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 12:39:15, 597 ნახვა

პოლიტიკა
ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა გაიხსნა

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

ლესიჭინეს მეურნეობაში ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებსა და თაფლოვან მცენარეებზე კვლევებთან ერთად,  იშვიათი ვაზის ჯიშების (ჩეში, ჩექობალი, ჭვიტილური, ჩეჭიპეში, ჭუბერი, დუდღუში, გოდაათური, კოლოში, მაჭყვატური) პოპულარიზაცია მიმდინარეობს.

ლესიჭინეს მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გოგუამ და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ ოფიციალურად გახსნეს. 

„სამეგრელოს რეგიონში  საუკეთესო ჯიშების გამოვლენა-პოპულარიზაციის მიზნით, ლესიჭინეს ბაზაზე გაშენებულ  ქართული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ნარგაობას აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics