05:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 10:59:21, 667 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო მინისტრი ოკუპაციაზე: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მეორე ქვეყნის საზღვრები შეცვალოს

„არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნის დროს განაცხადა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დაკანონებული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. საჭიროა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ საერთაშორისო დისკუსია ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რადგან კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდასაჭერად ქვეყანაში პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი იმყოფებიან.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics