05:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 16:56:49, 794 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იოჰანეს დუმამ დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ნიდერლანდების სამეფოს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ნიდერლანდების სამეფო ორმხრივ, თუ საერთაშორისო ფორმატებში გამოხატავს.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ პოზიტიური დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესების, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის, სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხებში ფინანსთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ  ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics