05:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 14:44:22, 552 ნახვა

პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო.

პრეზიდენტის მრჩევლები დღეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში და პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა შეხვედრის მონაწილეებთან სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ის კრიტერიუმები, რომელიც გათვალისწინებული იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევისას და ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, -

„თავისთავად ეს პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, იმდენად დრამატულად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოში არსებულ სიტუაციას ჩვენ ვუპასუხოთ სწორი ნაბიჯებით, პასუხისმგებლობით გაჯერებული ნაბიჯებით და ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო სწორედ ამ თვალსაზრისით. ანალიზი იმისა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი და რა ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწრაფად გადასადგმელი, რომ მინიმალური, ასე ვთქვათ, პოზიტიური რესურსი ავამუშაოთ სასამართლო სისტემაში არსებული პროცესის, ერთის მხრივ გასაჩერებლად ნეგატიურ პროცესს ვგულისხმობ და პოზიტიური პროცესის დასაწყებად. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას , ისე ძალიან ცხადად ესმის ეს ყველაფერი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. ჩვენ ველოდებით მათთან რა თქმა უნდა კონსულტაციებს, არ გამოვრიცხავთ და ეს შეიძლება ლოგიკურიც არის, რომ მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები, არაერთი და რამდენიმე. და აი ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესო ვერსიაზე."

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამართულ დღევანდელ კონსულტაციებს პროფესიული წრეების წარმომადგენლები 10-მდე უმაღლესი სასწავლებლიდან ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics