22:21 - 02 Oct, 2026
|
2018-08-06 11:03:11, 2139 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთში ქართველი და სომეხი „კანონიერი ქურდები“ დააკავეს
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ქალაქ მარბელიაში ორი ქართველი და ერთი სომეხი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა, - ამის შესახებ EPA.EU იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა ედებათ. მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდების დაკავება სპეცოპერაციის შედეგად მოხდა. ისინი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ კონკურენტი დაჯგუფების წევრის მკვლელობას გეგმავდნენ. სააგენტო იტყობინება, რომ ერთ-ერთი დაკავებული ქართველი, გავლენით რიგით მესამე „კანონიერ ქურდად“ ითვლება რუსეთში. კიდევ ერთი დაკავებული კი, ლიეტუვაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქეა. ცნობისთვის, დაკავება ხმაურიანი ოპერაციის „სომხური მაფიის“ გაგრძელება იყო. ივნისის ბოლოს ამ ოპერაციის ფარგლებში 129 ადამიანი დააკავეს.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)