22:21 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 14:36:47, 2103 ნახვა

მსოფლიო
გაერო: ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, რაც ორგანიზაციის რეზოლუციებს არღვევს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

გაერო-ს კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს სამხედრო თანამშრომლობას სირიასთან და იემენს იარაღით ვაჭრობაში ეხმარება. ამასთან, იოფიციალური ფხენიანი ცდილობს იარაღი თავადაც გაყიდოს.

მედია საშუალების ინფორმაციით, 2 კვირის წინ აშშ-ის დაზვერვა ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების წარმოება განაახლა.  

ცნობისთვის, 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მათ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა. მოგვიანებით, 12 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics