07:02 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:53:54, 1738 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა „ღირსეულ პარტნიორზე“: ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის საქართველოში ჩატარებას ეხმაურება.

ზახაროვას შეფაებით, საქართველოში ნატო-ს სწავლებების ჩატარება მილიტარისტურ განწყობებს ასაზრდოებს.

„ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა მიმართული. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქტიული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები. ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და რუსეთზე", - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი 2018-ის" ჩატარებას ოკუპირებული აფხაზეთიც გამოეხმაურა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულუ, ასეთი ტიპის სამხედრო სწავლებები აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი დაფინანსებით ტარდება, რომლებიც თავიანთი ქმედებებით გააზრებულად ახალისებენ საქართველოს მილიტარიზაციის შემდგომ პროცესს.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 1 აგვისტოს გაიხსნა. საქართველო აღნიშნულ სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics