|
2018-08-02 19:59:23, 1640 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ლატვიის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. მინისტრმა და ელჩმა კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას არსებული ისტორიული მეგობრობა და შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებს და სამომავლო გეგმებს. მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამ მხრივ, მეგობრობისა და სოლიდარობის განსაკუთრებულ გამოხატულებად შეაფასა 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსის კოლეგებთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი ვიზიტი. მან ასევე მადლობა გადაუხადა ლატვიურ მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და მიმოიხილა ნატო-ს განვლილი სამიტის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. დადებითად შეაფასდა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. გამოიკვეთა თანამშრომლობის ის სფეროები, სადაც შესაძლებელია კონკრეტული შედეგების მიღწევა, მათ შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური, განათლების, გარემოს დაცვის და სხვა მიმართულებებით. ხაზი გაესვა, ასევე, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის არსებული კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)