|
2018-08-02 16:29:22, 1286 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა
დღეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მან მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ გაავრცელოს შეზღუდვები ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში სრულდება 10 წელი რუსეთის აგრესიიდან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. განცხადებაში დაფიქსირებულია რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სამართლის დადგენაში. ასევე აღინიშნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და ადამიანის უფლებები დარღევევის ფაქტები საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ნორმათა დარღვევად. განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, რომ ამ უკანასკნელმა შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა არასამართლებრივი ქმედების აღმოსაფხვრელად.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)