|
2018-08-01 14:09:50, 816 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი
„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას. ნატო მკაფიოდ აღიარებს იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვის ინსტიტუტების განმტკიცებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციით. ამის ნათელი დადასტურებაა ბრიუსელის ივლისის სამიტის ფარგლებში მიღებული ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაციისა და ივლისის სამიტის დეკლარაციაში ასახული საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა. ამასვე მოწმობს, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე, პრემიერ მინისტრის პირველივე საერთაშორისო ვიზიტისას ბრიუსელში ნატოს მხრიდან გაჟღერებული გზავნილები, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად, სამაგალითო, დასაყრდენ პარტნიორს, რომელიც სრულად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)