|
2018-07-27 16:27:56, 1356 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტუბერკულოზის, შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის დანერგვის ხელშეწყობისთის პერსონალი გადამზადდება
აჭარის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის რგოლში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსისა და Cჰეპატიტის ინტეგრირებული სკრინინგის დანერგვის ხელშეწყობისათვის პირველადი ჯანდაცვის პერსონალის მომზადება დაიწყება. პროექტის განხორციელების შესახებ სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ზაალ მიქელაძე, აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის დირექტორის მოადგილე - რუსუდან სალუქვაძე, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსი - სოფიო მიქელაძე, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, ტუბერკულოზისა და შიდსის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები, პროექტის დირექტორი - უშანგი კილაძე და პროექტის მენეჯერი - ბექა იოსელიანი ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია C ჰეპატიტით, აივ ინფექცია/შიდსითა და ტუბერკულოზით გამწვეული ავადობის, სიკვდილობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით. უკანასკნელ წლებში მიღწეული არსებითი გაუმჯობესების მიუხედავად საქართველოში კვლავაც მაღალი რჩება ტუბერკულოზით, აივ ინფექცია/შიდსითა და C ჰეპატიტით გამოწვეული ტვირთი. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტრატეგიები (საქართველოს აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია 2016-2018 წწ; საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წწ; საქართველოს С ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წწ) განსაზღვრავს იმ ამოცანებსა და დეტალურ ღონისძიებებს, რაც სამივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს, რათა მიღწეულ იქნას დაავადებათა კონტროლის ამოცანები და ქვეყანამ შეძლოს ელიმინაციის სამიზნეების მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში. სტრატეგიული გეგმების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (შემდგომში გლობალური ფონდი) ხელშეწყობით, უწყვეტად ხორციელდება ამ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის, კონტროლის, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს უნივერსალურ ხელმისაწვდომობას შესაბამის მომსახურებებზე, მაღალი რისკის ჯგუფებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის.
(NS)
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)