21:38 - 02 Oct, 2026
|
2018-07-30 11:27:07, 2008 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის გამო, კიდევ 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამ დროისთვის ხანძარმა 500 საცხოვრებელი სახლი და 75 შენობა გაანადგურა. მედიის ცნობით, დამწვარია 48 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. მეხანძრე მაშველებმა ხანძრის მხოლოდ 5%-ს ლოკალიზება შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 38 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აშშ-ის ეროვნული უწყებათაშორისო სახანძრო ცენტრის განცხადებით, 13 შტატში 89 ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის საერთო მასშტაბმა 16. 700 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)