08:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 11:27:08, 1920 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, თუ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

„არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს, თუმცა დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ჰყავდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმრა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ აქვს საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა, ამასთან ერთად ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ, ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილება, მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გყვავს, ვისაც შეუძლია, უპრობლემოდ, ყოველგვარი მნიშვნელოვანი გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი, ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ჩვენ გვყავს კონსტიტუციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ყავდეს თავის საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics