21:37 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 13:38:17, 1403 ნახვა

მსოფლიო
საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საკონსულო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ორ მოქალაქეს ინტენსიურად ეძებეს.

როგორც საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, ოჯახები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ამასთან, საელჩოსში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„გუშინდელი ღამის შემდეგ, საელჩოს ცხელ ხაზზე დამატებით შემოვიდა ორი ზარი საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებთანაც ამ პირთა ოჯახები ვერ ახერხებენ დაკავშირებას. საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

დღის 12 საათის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან.

საელჩო განაგრძობს შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველ საათობრივ მონიტორინგს“, - ნათქვამაი საელჩოს მიმართვაში.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი,  დაშავდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics