|
2018-07-21 13:55:07, 1262 ნახვა
პოლიტიკა
„შევქმნით იმ პირთა ბაზას, ვინც სისტემის და ძალადობის მსხვერპლია“ - სარალიძე და კუპრავა ახალ მოძრაობას იწყებენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთ მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და "სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების შეგროვებას იწყებენ. სარალიძე და კუპრავა, ყველა იმ მოქალაქეს, ვისი საქმეებიც დღემდე არ არის გამოძიებული, 23 ივლისს 11:00 საათიდან შეხვედრას სთავაზობენ. „ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს დღესდღეობით და სისტემა მაქსიმალურად ეცადა, რომ ეს ადამიანები და ეს ოჯახები გაენადგურებინა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მე მეორე შვილიც მყავს, მართალია ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებთ, ვერც ერთის შვილებს ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, რომლის გულისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ. განცხადებების შეგროვების შემდეგ ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას მიმართავენ და მთავრობას გონივრულ ვადას მისცემენ, რათა ყველა საქმის გამოძიება დროულად მოხდეს. “შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი. შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას და მივცემთ გონივრულ ვადას, რათა თითოეული ამ პირის მიმართ იყოს გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები. კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ სამართლიანობა ამ ადამიანებისთვისაც იყოს აღდგენილი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)