09:15 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 14:30:57, 631 ნახვა

პოლიტიკა
ბელგიის ვიცე-პრემიერი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს

ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გატარების შედეგად საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ დიდიე რეინდერსმა დღეს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.  

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი, რაც ახალ დინამიკას შესძენს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებს. 
საუბარი შეეხო საქართველო-ბელგიის ორმხრივ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოოლიტიკურ ურთიერთობებზე, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისა და ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და რეგიონული მნიშვნელობის მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო-ენერგეტიკულ  პროექტებს, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს, როგორც რეგიონული  ცენტრის როლის გაზრდას. 

ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბელგიის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთასორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics