|
2018-07-19 13:18:58, 840 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება 2012“ - დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს
„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დებუტატად რჩება. თუმცა, როგორც მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, სამომავლოდ პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას გეგმავს, რომელსაც პირობითად „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა. „მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)