07:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 12:04:20, 661 ნახვა

კომენტარი
ფოფხაძე პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვაზე: არასწორი, არაკოლეგიალური და არაკაცურია ეს ყველაფერი

„ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება ვიღაცას ეს აზრი არ მოსწონდეს მაგრამ, როგორ შეიძლება გარიცხო?!“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

ფოფხაძე პარტიის სამდივნოს ქმედებას არაკოლეგიალურს უწოდებს.

„მაინტერესებს ეს რას ნიშნავს, გუნდს აუხსნან ელემენტარულად. ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება ვიღაცას ეს აზრი არ მოსწონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება გარიცხო? რა ეწერა დასაბუთებაში? დისციპლინა დაარღვია რა მორალი დაარღვია. ჩვენი ინტერესი პოლიტიკაში ყოფნის არასოდეს არ ყოფილა პარტიების სამსახური ქვეყნის და ხალხის სამსახური იყო ყოველთვის ჩვენი მიზანი. არასწორია, არაკოლეგიალურია, არაკაცურია, არაფერში არ წერია ეს ყველაფერი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ

ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics