|
2018-07-19 11:34:35, 785 ნახვა
კომენტარი
სუბარი: ჭიჭინაძემ გუნდს გარეთ დააყენა საკუთარი თავი და სამდივნომ მისი პოზიცია გააფორმა
„დავით ჭიჭინაძემ გუნდს გარეთ დააყენა საკუთარი თავი და სამდივნომ მისი პოზიცია გააფორმა“, -ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას. მისი განმარტებით, უმრავლესობის ყოფილი წევრის განცხადებები პარტიაში ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა იყო. „ბოლო პერიოდში ჭიჭინაძის განცხადებებს ვუსმენ, ის არავის არ გაურიცხავს. მან თავი დააყენა გუნდის გარეთ და პარტიის სამდივნომ გააფრომა ის პოზიცია, რა პოზიციაც ეკავა ჭიჭინაძეს. მან არაერთხელ თქვა, ბოლო პერიოდში, რომ გამოაცხადოს პარტიამ თვითდათხოვნა, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომ არის კრიზისი და ასე შემდეგ... მაშინ როცა არაფერი მსგავსი არ ხდება, ეს აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობა“, - აღნიშნა სოზარ სობარმა. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)