09:15 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 19:46:37, 1076 ნახვა

პოლიტიკა
აპატურაი: რუსეთის პოზიცია ვიცით, მაგრამ ნატო ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

„ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია რუსეთის პოზიცია, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო ყოველთვის ამბობს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

აპატურაი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც Fox news-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ. არც ჩვენი და არც საქართველოს ინტერესშია, იყოს ორი ძალის შუაში მოქცეული. გვინდა, რომ დაკმაყოფილდეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და საქართველოს ამბიცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ კონტექსტში“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics