|
2018-07-18 18:34:44, 1006 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: ჩემი გასარკვევი და გამოსაძიებელი არ არის
„ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, არ არის არც ერთი საგამოძიებო საქმე“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვას. წულუკიანის თქმით, ყველა იმ პირს, ვის მიმართაც კითხვები აქვს გამოძიებას ან მომავალში ექნება, წარმატებას უსურვებს. „ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ არის ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოებრივი პროცესი. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამომძიებელმა დასვას კითხვები და გამომძიებელი დაიწყებს ამ კითხვების დასმას, შემდეგ ოპოზიცია აღარ უნდა შფოთდებოდეს იმიტომ, რომ გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ვითარდება, რომელიც ძლიერდება და ეს, როგორც მმართველ პარტიას უხარია, ასევე უნდა უხაროდეს ოპოზიციას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)