|
2018-07-18 12:05:43, 1187 ნახვა
კომენტარი
ხორავას ქუჩის საქმის მოწმე: არ შემშინებია - ვიფიქრე ბიჭები არიან და გაშველდებიან თქო
„ვიფიქრე ბიჭები არიან, ბავშვები არიან და გაშველდებიანთქო“, - ასე უპასუხა ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ნიკოლოზ იორდანაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის შეკითხვას. მდინარაძე დაინტერესდა, რატომ არ სცადა იორდანაშვილმა მოზარდების გაშველება. „ნამდვილად არ დამინახია დაჭრა და დანა. შეშინებით არ შემშინებია, მაგრამ სიმრავლის გამო მე იქ გაშველებით ვერაფერს გახდებოდი იმდენი ბავშვი იყო. ადამიანი ხარ და შეიძლება გადახვიდე გააშველო და არცერთი მხარე არ მიცნობდა. ვიფიქრე ბიჭები არიან, ბავშვები არიან და გაშველდებიან თქო, როგორც სკოლაში ალბათ“, - განაცხადა ნიკოლო იორდანაშვილმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს ნიკოლოზ იორდანაშვილი იმ ეზოში იმყოფებოდა, სადაც ორ მოზარდს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. იორდანაშვილი აცხადებს, რომ ავტომობილში იჯდა და არ დაუნახავს კონკრეტულად რა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)