09:15 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 22:11:43, 720 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უახლოეს დღეებში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს აჭარაში

„ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების" მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ საუბრისას განაცხადა. 
 
„მე, პირადად, მქონდა საშუალება გამეცნო მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი. ეს არის ღირსეული კანდიდატი, რომელიც იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების" მხრიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი წარმატებით გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის შემდგომი განვითარება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცანით მთავრობის შემადგენლობას, რომელიც იქნა დასახელებული და მოხარული ვარ, რომ უახლოეს  დღეებში დასრულდება ეს პროცესი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეყოლება ისეთი  მთავრობა, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს აჭარაში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics