10:12 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 19:57:33, 618 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველო ლიდერი რეფორმატორია

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები,  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილის, კატარინა მატერნოვას შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში მიაღწია. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, გამოიყენოს თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმი.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას.

შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს-ევროკავშირის მაღალი დონის სექტორული დიალოგის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.

ევროკომისიის დირექტორატის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, რასაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიღწეული პროგრესიც ადასტურებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics