|
2018-07-17 18:37:03, 762 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ, ან სიცოცხლის ფასად ჩავიდეთ შახტაში
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემის გადასაწყვეტად ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. “საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა მოიძიებნოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტები ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც. განხილვადია მეორე ვარიანტიც, რომ ისევ ბიზნესი, სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მეშახტეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ალტერნატივა - ან მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ ან შიგნით, სიცოცხლის რისკის ფასად შედი შახტაში, არის კატასტროფული, ტრაგედია", - განაცხადა მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)