01:46 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-17 16:19:56, 631 ნახვა

რეგიონი
არგენტინის იუსტიციის მინისტრმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

არგენტინის იუსტიციის მინისტრმა ხერმან გარავანომ, მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა.

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ. არგენტინის იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ხერმან გარავანოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს.

არგენტინის იუსტიციის მინისტრმა ხერმან გარავანო საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics