|
2018-07-17 16:16:08, 648 ნახვა
პოლიტიკა
ავსტრიის ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველო პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რეინჰოლდ ლოპატკას შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ავსტრიისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური მიმართულებები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები. დავით ზალკალიანლმა მადლობა გადაუხადა რეინჰოლდ ლოპატკას ავსტრიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რეინჰოლდ ლოპატკას გააცნო საქართველოს ახლადდამტკიცებული მთავრობის 5 მთავარი პრიორიტეტი და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის უმთავრეს ორიენტირად. მინისტრის განცხადებით, ახალი პრიორიტეტები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ევროპულ დღის წესრიგთან და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს. რეინჰოლდ ლოპატკამ დავით ზალკალიანს გააცნო ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ავსტრიის მთავრობის ძირითად პრიორიტეტები და აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევები. რეინჰოლდ ლოპატკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. დასასრულს, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)