|
2018-07-16 16:41:55, 801 ნახვა
კომენტარი
ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
17 ივლისს, ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს კონცერტზე დასწრება საზაფხულო თეატრში, 20:00 საათზე უფასოდ შეეძლებათ. მსმენელის წინაშე ქართული ხმები და ბიგ ბენდი ქართულ-ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჰიტებს შეასრულებენ. თბილისის ბიგ ბენდის შემადგენლობაში არიან ცნობილი მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე. ანსამბლები ბათუმს ქართული ხმების 30 წლისა და თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრებიან. ბათუმამდე კონცერტები ბორჯომში, თელავში, ლაგოდეხში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხობში და ფოთში გაიმართა. ბათუმის შემდეგ კი ლეგენდარული ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის ტურნე ქუთაისში, ჩოხატაურსა და ჭიათურაში გაგრძელდება. პროექტი Check-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)