|
2018-07-16 16:12:01, 763 ნახვა
კომენტარი
ბესელია ბოკუჩავას: როდესაც შენი ლიდერი ჩემ ოჯახს ატერორებდა, ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამსაჯურს რატომ გიგზავნიდა?
„როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემ ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მე მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრად რატომ გიგზავნიდა“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, რომელმაც პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგიის მხრიდან კორუფციული ინტერესების არსებობს არ გამორიცხა. “თქვენ როდესაც თავს უფლებას აძლევთ და კორუფციულ ინტერესებზე ლაპარაკობთ, მე მოვითხოვ, დადეთ ესეთი ფაქტი. მერე მეორე, 2004 წლიდან გებრძოდით მე თქვენ, როგორც კი მოხვედით ხელისუფლებაში თქვენი გუნდი. 2010 წელი იყო, როდესაც ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი, 16 წლის, თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით დააპატიმრეს ჩემს უდანაშაულო ძმასთან ერთად და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეთ. მე ქუჩაში გამოვედი 2004 წლიდან და 2010 წელს დაიწყო ეს პოლიტიკური ტერორი. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემ ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მე მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი. ეს არის ის მასალები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული თანხების გამო მიხეილ სააკაშვილს ბრალად წარედგინა. ქალბატონო ბოკუჩავა, სააკაშვილი როცა ჩემს ოჯახს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში, მათ შორის ერთ-ერთი თქვენ იყავით, ვისაც ოქროს ნივთებს გიგზავნიდათ. ამისთვის სააკაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა იმიტომ რომ 8 მილიონზე მეტია გაფლანგული“, - მიმართა ბესელიამ თინა ბოკუჩავას.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)