|
2018-07-14 17:54:23, 928 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს ვერ ასახელებს
“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV25-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მომავალ კანდიდატს ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და ეს მარგველაშვილის შეფასებით, შერჩევის პროცესს კიდევ უფრო ართულებს. "ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. ძალიან მარტივად გეტყვით რატომ ვერ ასახელებს და სულ გვესმის, რომ ვიღაცებმა უარი თქვეს... იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, შავ პიარსაც არ დავარქმვე, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს. ეს ყველაფერი ახლა ‘“ქართულ ოცნებაში“ მყოფმა „ნაციონალებმა“ კი არ ქნეს, არამედ მათ, ვინც თავიდან ვიყავით „ოცნებაში“. კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა კითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, კითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ვოლგოგრადში, ქიმიური ქარხნის მახლობლად დრონებით თავდასხმის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა
საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპას ცოცხლად ჭამენ
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)