|
2018-07-14 16:12:17, 998 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს არაფორმალურ გარემოში თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ ის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ფრაქციებმა დაასახელეს. თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის კანდიდატად "ქართულმა ოცნებამ" შეარჩია. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დღესვე საინიციატივო ჯგუფის სურვილით, არაფორმალურ გარემოში კონსულტაციები შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის იმ წევრებთან, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ გოჩა გუგუნავას დასახელება სურთ. კონსულტაციები დღეს ასევე გაგრძელდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" წევრებთან. "პრეზიდენტი შეხვდა უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატს. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და პრეზიდენტმა მოისმინა მისი ხედვა რეგიონთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჯერჯერობით კონსულტაციები კვლავ გრძელდება. ჩვენ ვისმენთ პოლიტიკური პარტიების პოზიციებს. ამ ეტაპზე კვლავ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული უმრავლესობის მხრიდან და საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა კიდევ ერთი კანდიდატი. შესაბამისად კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, ცხადია პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპამდე ჩვენ ვართ კონსულტაციების რეჟიმში და ვაგრძელებთ კონსულტაციებს," - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა. "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" კონსტიტუციური კანონითა და "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით" განსაზღვრული პროცედურების თანახმად, კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)