10:09 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-14 08:48:35, 1105 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრის

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის.

რიგგარეშე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში განხილვის შემდეგ, გუშინ,  ბიუროს სხდომაზე დააზუსტეს.

„გვაქვს ერთადერთი განსახილველი საკითხი, ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყებს მუშაობას.​

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივნისს წარადგინა.

შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია.

დანარჩენ უწყებებში ხელმძღვანელის პოსტზე მოქმედი მინისტრები რჩებიან: შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი -  ლევან დავითაშვილი; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics