10:14 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 18:36:37, 705 ნახვა

კომენტარი
პრემიერი კახიშვილზე: წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად

„წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს სისტემურ წარმატებას, გვჭირდება წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში,  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომის მიმდინარეობისას ფრაქციის წევრის კითხვის პასუხად განაცხადა.

„კახა კახიშვილი წარმატებული მინისტრი რომ იყო, სწორედ ამიტომ დავნიშნე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. სწორედ, ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი - მან წარმატებული რეფორმები გაატარა ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე სექტორში, მაგრამ წარმატება და კარგი რეფორმები ერთ სექტორში არ გვაძლევს ჩვენ სისტემურ წარმატებას. ჩვენ გვჭირდება ასეთივე წარმატებული რეფორმები ყველა მიმართულებით

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი დაკისრებულ ფუნქციას თავს ისეთივე წარმატებით გაართმევს, როგორც ეს იმ სამინისტროში გააკეთა, რომელსაც ხელმძღვანელობდა.

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრისთვის, ვინაიდან, მე განვაცხადე, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებაა ყველა რეფორმა წარმატებით დავასრულო და რა თქმა უნდა, სწორედ, ამ მოტივაციიდან გამომდინარე მივიღე მე ეს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, კახა ამ მნიშვნელოვან ფუქნციას თავს წარმატებით გაართმევს, ისევე როგორც წარმატებით გაართვა თავი მნიშვნელოვან რეფორმებს თავი სამინისტროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics