11:11 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 15:44:06, 586 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრას ვუმასპინძლებთ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის ინფორმაციით, შემოდგომაზე ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო უმაღლესი დონის შეხვედრა თბილისში ჩატარდება.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საქართველო ჰააგის სასამართლოსთან წარმატებით თანამშრომლობს. 

"ამის შესახებ თავად ჰააგის პროკურორმა, ქალბატონმა ბენსუდამ, საქართველოში ყოფნის დროს მრავალჯერ განაცხადა, რომ ეს იყო საქართველოს მხრიდან სამაგალითო თანამშრომლობა. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ჩვენ შემოდგომაზე ვუმასპინძლებთ ჰააგის სასამრთლოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობის იუბილეს, რომელიც ახლა არის გადამწყვეტ ეტაპზე. მათ მოისურვეს და ჩვენ დავეთანხმეთ, შემოდგომაზე ვუმასპინძლოთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის საიუბილეო, უმაღლესი დონის შეხვედრას ჩვენს დედაქალაქში, თბილისში", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრობის კანდიდატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საკუთარ მოღვაწეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი იურისტობის დროს სასამართლოში 400-მდე საქმე შედიოდა, ახლა კი, წულუკიანის თქმმით, რიცხვი ბევრად ნაკლებია. 

"ჩემი საქმიანობის განმავლობაში იყო არაერთი საერთაშორისო წარმატება. მე გამოვყოფ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელსაც მე 10 წელი იურისტის რანგში ვემსახურე. ვიტყვი, რომ, როდესაც იქ ვმუშაობდი, იმის გამო, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა, წელიწადში ჩემს მაგიდაზე განსახილველად შემოდიოდა 300-400 და ხანდახან მეტი საქმე. 2011 წელს, მაგალითად, ეს იყო 395 ახალი საქმე, რომელთაგან 95 პროცენტი იყო დასაბუთებული. შარშან შევიდა 89 საქმე. 395-სა და 89 საქმეს შორის განსხვავებაა და ციფრები, ალბათ, თავის თავზე მეტყველებს. ამ 89 საქმიდან უმრავლესობა არის მიუღებელი, დაუშვებელი, ანუ დაუსაბუთებელი. წარმატება არის ხელშესახები და ეს სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომლებიც  ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ და უმრავლესობა მათგანი იყო ხოლმე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით თქვენ წინაშე წარმოდგენილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics