|
2018-07-13 14:12:48, 1160 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე მაჭავარიანს: ხადური პროფესორი იყო და ვერაფერი გააწყო, თქვენ ბაკალავრის დიპლომით მოდიხართ
„ნოდარ ხადური იყო პროფესორი და ვერაფერი გააწყო, თქვენ ბაკალავრის დიპლომით მოდიხართ, მაკრო-ეკონომიკა და მთელი ქვეყანა უნდა მართოთ, არ არის ეს სწორი სამწუხაროდ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს. გოცირიძე დაინტერესდა ვინ გაუწია რეკომენდაცია ფინანსთა მინისტრის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით და რატომ დათანხმდა ამ შემოთავაზებას. „ბატონო ვანო, მე მინდა იგივე შეკითხვა დაგისვათ თქვენ, რაც დავუსვი ეკონომიკის მინისტრს. თქვენ დაამთავრეთ უნივერსიტეტი და 21 წელიწადია მუშაობთ ჯეოსელში, ეს არის საკმაოდ საინტერესო ფაქტი და თქვენ ხართ ძალიან კარგი სპეციალისტი ამ სფეროში. მთელი ცხოვრება მუშაობთ ამ ფირმაში, ასეთი რამ იშვიათობაა, იაპონიაში ხდება ხოლმე... თქვენ სხვა ტიპის ცოდნა გაგაჩნიათ. ვისი რეკომენდაციით ინიშნებით? თქვენ იცნობთ თუ არა პრემიერ-მინისტრს? საიდან მოუვიდა იდეა მას, რომ „ჯეოსელის“ საკმაოდ კარგი ბიზნეს მენეჯერი წამოიყვანოს მაკრო-ეკონიმიკური სფეროს უზარმაზარ სამყაროში - აი ალპინისტი რომ ხარ და სადღაც მცურავად ან მყვინთავად რომ წამოგიყვანონ, ვის გაუჩნდა ეს იდეა?! მე თქვენ ახლა მოგისმინეთ და თქვენი მსჯელობა აბსოლუტურად ნორმალურია იმ სფეროს წარმომადგენელის მხრიდან, რომელიც ტექნიკურ საკითხებზე მუშაობდა, ეს იყო ჩვეულებრივი რიგითი ქართველის წარმოდგენა ეკონომიკაზე, მაგრამ როდესაც უკვე ფინანსთა მინისტრის პოზიციიდან გამოდიხართ, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. პოლიტიკოსი არის მენეჯერი დაარტყამს მუშტს და გუნდს შეკრავს, თქვენ ხომ ლიმიტირებული დრო გაქვთ, ერთი წელი იქნებით ფინანსთა მინისტრი, მოტივი რა არის?! ხომ გინახავთ ძალიან კარგი ფილმი თუ სპექტაკლი ან წაგიკითხავთ რომანი ნოდარ დუმბაძის, შოშია რომ თავში ხელს ირტყამს, რა მინდოდა წვენებშიო?.. ტელეფონებში ხართ, რა გინდათ წვენებში? რატომ დათანხმდით? თქვენც არავინ გიცნობთ. პოლიტიკური სკოლა არ გამოგივლიათ. ეს ხომ არ არის სასწავლო პოლიგონი? რატომ რისკავთ თქვენს ძალიან კარგ რეპუტაციას, რომელიც აი ამ CV-ს მიხედვით გაგაჩნიათ?! თქვენ რამდენად შეგიძლიათ, რომ იყოთ დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან? რით დაიცავთ თავს, როდესაც არავითარი პოლიტიკური გამოცდილება და ბრძოლის, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი არ გაქვთ? მოდიხართ უცნობი ადამიანი არ იცით ცურვა და გადაეშვებით თავქუდმოგლეჯილი. ნოდარ ხადური იყო პროფესორი და ვერაფერი გააწყო, თქვენ ბაკალავრის დიპლომით მოდიხართ და მაკრო-ეკონომიკა და მთელი ქვეყანა უნდა მართოთ, არ არის რა ეს სწორი სამწუხაროდ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)