10:14 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 13:34:00, 654 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა

„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში  ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე დასრულდება.

„მინდა, ასევე, შეგახსენოთ, რომ მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს მოიხსნა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება, რაც მანამდე წარმოუდგენელი და სასაცილოც იყო. ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შექმნის რეფორმასა და იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების მოხსნას, რითაც პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდა, ევროპის მასშტაბით პროკურატურის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა. ეს თანამედროვე და ეფექტური რეფორმები გაგრძელდება. იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა დასრულდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი იქნება, ირაკლი შოთაძესთან ერთად დაწყებულ მტკივნეულ რეფორმებს − რომელსაც მე, სხვათა შორის, წარმატებას ვუსურვებ, ბოლომდე მიიყვანს", − განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics