11:10 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 20:32:54, 977 ნახვა

პოლიტიკა
ნატო: საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა ინსტრუმენტს, რათა ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის

"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია ნათქვამი.

ნატო საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

"ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ითამაშა ნატო-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ ბოლო წლების განმავლობაში. ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რეფორმების კუთხით და რომელიცქვეყანამ უნდა განაგრძოს. ეს ეხმარება ასპირანტ ქვეყანას, წევრობისკენ მომზადების პროგრესში და გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. საქართველოს ურთიერთობა ნატო-სთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა ქვეყანა მოემზადოს წევრობისთვის. მივესალმებით ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. დიდად ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს მისიებში. ეს ძალისხმევა ცხადყოფს საქართველის ერთგულებას და შესაძლებლობას, წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მოუთმენლად ველოდებით 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნებს", - ნათქვამია დეკლარაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics