11:11 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-11 19:08:53, 759 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

პრემიერის შეფასებით, დამუშავებულია ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში ამ მიმართულებით ძალიან მნიშნელოვან შედეგებს მოიტანს.

აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება.

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა. ამასთან ერთად, აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოების და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics