|
2018-07-11 19:02:41, 886 ნახვა
საზოგადოება
შსს: სისტემური მიდგომით ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად დაჯარიმდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სისტემური მიდგომით ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად დაჯარიმდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში იდენტიფიცირებას ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის. შესაბამისად ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენთიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების. სისტემური მიდგომა, გახლავთ ის რომ ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება საჯაროდ გამოქვეყნება ამ ჯარიმის. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული. ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს, სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე იქნა დანერგილი არის საკმაოდ ეფექტური, გვაქვს მზარდი ტენდენცია აღსრულების ნაწილში. ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული. ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს, იმის რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს, ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით,“-განაცხადა გიორგი არსოშვილმა. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა. ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
(NS)
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)