08:35 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 15:05:05, 4247 ნახვა

პოლიტიკა
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო

ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო.

ეს მოჰყვა საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია ფორმულას მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით.

პროკურატურის თანახმად, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ უკვე გამოიკითხა გოგა ხაინდრავა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილიც დაიბარა. ის გამოკითხვაზე ორშაბათს, 16:00 საათზეა დაბარებული. დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე მისვლას აპირებს.

შაბათის ფორმულას წყაროზე დაყრდნობით მომზადებული ჰქონდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, "2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას სუს-თან შეთანხმებით ინდოეთისა და პაკისთტანის მოქალაქეები საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოჰყავდა".

სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ სასამართლოს მიმართა და ამჟამად, მას ფორმულასთან სამოქალაქო დავა აქვს. ის დავობს, რომ ტელეკომპანია მასზე ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. გოგა ხაინდრავა პატივისა და ღირსების შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმეზე 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა, რომელზეც ფორმულამ 120-გვერდიანი მტკიცებულებები წარადგინა, რის გამოც, მოსამზადებელი სხდომა 1-ელ ივლისამდე გადაიდო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics