|
2018-07-09 19:36:26, 953 ნახვა
საზოგადოება
„ეს მთელი საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა“ - მარნეულის მცხოვრებლები მოკლული სმიტების ოჯახზე
ხადას ხეობაში მოკლულ სმიტების ოჯახს მარნეულის მცხოვრებლები დადებითად აფასებენ. როგორც ოჯახის მეგობარმა საბინა თალიბოვამ „რუსთავი 2"-ს განუცხადა, ისინი მარნეულში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ცხოვროდნენ და ხელნაკეთი ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებული. მისივე თქმით, მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მათ შორის ბავშვებისთვის გასართობი მოედნის მოწყობას. „4-5 წელია რაც საქართველოში ცხოვრობენ. მის მეუღლეს ლოლას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენი ბავშვები ერთად იზრდებოდნენ ხშირად ვსტუმრობდით ერთმანეთს ოჯახებით. საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ, ძალიან უყვარდათ. გაოცებული ვიყავი, რომ მათ ამერიკაში ცხოვრებას საქართველოში ცხოვრება არჩიეს და მთელი მათი საქმიანობა საქართველოს მიუძღვნეს. მარნეულისთვის ბევრი რამის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგალითად ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობას თავიანთი ხარჯებით აპირებდნენ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა არა მარტო ჩვენთვის, მათი მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ბოლოს ლოლას სამ ივლის ვესაუბრე ტელეფონით. ჩვენ ბავშვების დასასვენებლად ერთად წაყვანას ვგეგმავდით“, - აცხადებს ოჯახის მეგობარი საბინა თალიბოვა. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)