|
2018-07-09 12:40:34, 739 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: წულუკიანი ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, მაგრამ ეს არ არის შეფასების ის კრიტერიუმი, რითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს
„თეა წულუკიანია ყველაზე წარუმატებელი მინისტრია, მაგრამ ეს არ არის შეფასების ის კრიტერიუმი, რითაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში თეა წულუკიანის შესაძლო დარჩენის საკითხზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ წულუკიანი მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში არა პრემიერის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნება მიღებული. „ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ივანიშვილი მიიღებს. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ საერთოდ არ ანაღვლებს, რას ფიქრობს საზოგადოება არცერთ თემაზე. არც წულუკიანის თემაზე და არც ზოგადად, მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, თეა წულუკიანია ყველაზე უფრო გამორჩეულად წარუმატებელი მინისტრი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის ის შეფასების კრიტერიუმი, რითაც ხელმძღვანელობს ამ შემთხვევაში ივანიშვილი. ის ხელმძღვანელობს პირადი ლოიალობით და მისადმი ერთგულებით. აქედან გამომდინარე, ალბათ ის როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე იქნება გადაწყვეტილება მიღებული და არანაირი გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა ბატონ ბახტაძეს, როგორც ჩანს, არ ექნება“, -აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)