|
2018-07-08 11:52:03, 1245 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ჭითანავა რომელმაც ბათუმში რუსული დროშის ფრიალი გააპროტესტა პოლიციაში გადაიყვანეს
"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" წარმომადგენელი ეკა ჭითანავა, რომელმაც ბათუმში რუსული დროშის ფრიალი გააპროტესტა პოლიციაში გადაიყვანეს. როგორც ეკა ჭითანავა წერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. "გუშინ რუსეთი-ხორვატიას მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, "Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. "My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს." - აცხადებს ეკა ჭითანავა. ფოტო შემთხვევის ადგილიდან.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)