|
2018-07-07 17:51:24, 989 ნახვა
კომენტარი
სუბარი: ზარალი ყველას აუნაზღაურდება, პირველ რიგში მათ, ვისი სახლებიც დაზიანდა
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. როგორც მინისტრმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონემ იკლო, მისი ძლიერი ნაკადი სხვადასხვა ადგილას გარკვეულ პრობლემებს მაინც ქმნის. "გზა, რომელიც წყალმა დილით წაიღო, უკვე აღვადგინეთ და მოძრაობა არის შესაძლებელი, თუმცა იმ ადგილას და კიდევ რამდენიმე მონაკვეთზე მდინარემ გზის საფარი წაიღო. შესაბამისად ახლა მიმდინარეობს ამ ადგილების გამაგრება. პარალელურად 3 ოჯახი საფრთხის წინაშეა. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მძიმე ტექნიკის გადაყვანა იმ ნაწილში, რომ მდინარე კალაპოტში ჩავსვათ და ამ ოჯახებს დავეხმაროთ. ტერიტორიაზე შემოდის დამატებითი მძიმე ტექნიკა. ასევე ჩვენ დაგვიკავშირდნენ, საოჯახო სასტუმროდან, რომელიც სოფლის დასაწყისში მდებარეობს და არის მოწყვეტილი. იქ 30-მდე ადამიანი იმყოფება და მათ არაფერი უჭირდათ, მაგრამ დღეს დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ქალბატონი გახდა ცუდად. ცოტა ხანში გადაფრინდება ვერტმფრენი და ქალბატონს თავის შვილიშვილთან ერთად გადმოიყვანს. ამ ოჯახში ასევე მივიტანთ საკვებს", - განაცხადა სუბარმა. რაც შეეხება ზარალის დათვლას, მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია ზარალის რა ოდენობაზეა საუბარი. "ყველა ადამიანს აუნაზღაურდება ზარალი რომელიც განიცადეს, პირველ რიგში მათ ვისი სახლებიც დაინგრა ან დაზიანდა. ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ ვილაპარაკებ. დათვლა დაიწყება მას შემდეგ, როდესაც საფრთხეები მოიხსნება. თუმცა პარალელურად ვის რა ტიპის ზარალი დაატყდა, ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და მსხვილი ავტომწარმოებლები და რკინიგზის კომპანიები მოიცვა
ნატოს გენერალური მდივანი: ევროპა დღეს მშვიდობაში არ არის
„პუტინის გზა“: მოსკოვი რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთამდე რკინიგზის მარშრუტის პოპულარიზაციას იწყებს
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)