|
2018-07-06 23:36:10, 881 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - მიღწეულ პროგრესს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ნატოს სამიტზე ჯეროვნად დააფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიერ რეფორმებით მიღწეულ პროგრესს ნატოს სამიტზე პარტნიორი ქვეყნები ჯეროვნად დააფასებენ, - ამის შესახებ პრემიერმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ნატო-ს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი განიხილეს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ნატო-საქართველოს ურთიერთობაში პირველად, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. „ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს, ამ ფორმატს დაესწრება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ბრიუსელის სამიტიდან",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ ძალიან აქტიური მუშაობისთვის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსსა და თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. „ვფიქრობ, შემუშავებული დღის წესრიგი ნათლად ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ამას ჯეროვნად დააფასებენ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)