|
2018-07-05 12:36:14, 518 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პჯდ ცენტრებს ავტომანქანები გადასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადასცა. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთი ავტომანქანა ხელვაჩაურის, ორი ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პჯდ ცენტრებმა მიიღეს. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა. ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პჯდ ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამინისტროს ცნობით, აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 პჯდ ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად, წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება. "ჯანდაცვის ცენტრების ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფა გაზრდის სოფლის ექიმების მობილობას და გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014 წელს, სოფლის ექიმების ადგილზე დამაგრების მიზნით აამოქმედა ახალი პროგრამა, რაც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარის, ხოლო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის 150 ლარის გაცემას ითვალისწინებს. 2018 წელს სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებისათვის შრომის ანაზღაურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებისათვის 100 ლარით გაზარდა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)